შევარდნაძე საფლავიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს

19/05/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ლგბტ ორგანიზაციები ითხოვენ იმ პოლიციელების გათავისუფლებას, რომლებმაც დააკავეს პირები, რომლებმაც გაუგონარი შეურაწყოფა მოგვაყენეს და საპატრიარქოს კედელზე დაწერეს “შეგე…ით ჰომოფობებს”. თითქოს პოლიციელებმა თქვეს ჰომოფობიური წინადადება დაკავებისას. არც გაბედოთ შეეხოთ ამ პოლიციელებს თორემ მთელი საქართველო დადგება მათ გვერძე. ხოლო ლგბტ აქტივისტები მიეცით სისხლის სამართლის პასუხისგებაში და დააპატიმრეთ.არავითარი ჯარიმა.

ციკლიდან–გვეშველება რამე???–ახალი სახეები–იქითაც და აქეთაც შევარდნაძის მოწაფეები ყოფილან ახალი სახეები. იქით მხარეს კუპონის გამომგონებლები, შევარდნაძე-სააკაშვილის მთავრობის მინისტრის მოადგილეები. აქეთ მხარეს მოქალაქეთა კავშირის პარლამენტარები და შევარდნაძის მთავრობის წევრები. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ესაა ახალი სახეები??? შთაბეჭდილება მექმნება, რომ შევარდნაძე საფლავიდან მართავს პოლიტიკურ პროცესებს და არჩევნების წინ პოლიტიკურ გუნდებს ის აკომპლექტებს. ამიტომ პასუხი კითხვაზე უცვლელია-გვეშველება რამე???—არა ბატონებო,ასე ნამდვილად არ გვეშველება!!!!!!!!”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0