შეთანხმება იყო ოთხწლიანი – არჩევნებიდან არჩევნებამდე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენი განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებები, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად არ უნდა იქცეს, – ამის შესახებ “ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მან მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის, უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს.

“არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შევასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი – არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას”, – აღნიშნა კახა შარტავამ.

Visited 157 times, 1 visit(s) today