შეკვეთილში დასუფთავების აქცია მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა კურორტ შეკვეთილში სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად გამგეობისა და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურების 400-მდე თანამშრომელი ჩაერთო. აქციის მონაწილეებმა შეკვეთილის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებიც დაასუფთავეს. სამუშაოებში ოზურგეთის „მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ ტექნიკა და მოსამსახურე პერსონალი ჩაერთო. მსგავსი აქცია მანამდე დაბა ურეკის ტერიტორიაზე მოეწყო, რომლის პარალელურად დასუფთავების აქციები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. „ ჩვენს თანამშრომლებთან ერთად კიდევ ერთი მასშტაბური დასუფთავების აქცია მოვაწყვეთ. ვასუფთავებთ წინასწარშერჩეულ ადგილებს, სადაც არსებობს დაბინძურების ფაქტები. აქცია ერთჯერადი არ არის. ყოველთვიურად შეირჩევა დღეები, რათა მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქციებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა

Visited 183 times, 1 visit(s) today