შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა” დღეს სოციალურად დაუცველ პატარებსა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უფასოდ მოემსახურა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ „ციცინათელას“ მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით და ატრაქციონების ფართო არჩევანით.
აღნიშნული პარკის გვერდით მდებარეობს პარკი “საქართველო მინიატურებში”, რომელშიც მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები. მინიატურების პარკში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია და “ქართუ ჯგუფის“ მენეჯმენტ სერვისის დირექტორი ბესიკ დემეტრაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

Visited 324 times, 1 visit(s) today