შეკვეთილში Black Sea Arena-ზე კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართა

31/07/2016

შეკვეთილში Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავის, კრისტინა აგილერას კონცერტი გაიმართა. მომღერალი მსმენელის წინაშე პოპულარული სიმღერებით წარსდგა და გულშემატკივარს სანახაობრივი შოუ შესთავაზა.
კონცერტის მსვლელობისას კრისტინა აგილერამ სცენაზე აჭარული ჯგუფი მიიპატიჟა, რომელმაც სიმღერა “ვკეცე ვკეცე” შეასრულა.
კრისტინა აგილერამ მსმენელს მადლობა გადაუხადა გამოხატული სითბოსთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტით ბედნიერია.
შოუს დასასრლულს გრანდიოზული ფოიერვერკი მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0