შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა.
ამ პოსტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე შეითავსებს.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს საბაჟოს სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვის ღონისძიებების, მათ შორის, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებაზე, მიმდინარე რეფორმებსა და საერთაშორისო პროექტებზე.
საქართველოს საბაჟოს მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სექტორების ხელშეწყობის მიმართულებით.

Visited 236 times, 1 visit(s) today