შემოსავლების სამსახური საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს მიმართავს

27/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეხმაურება რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ, უცხოური კომპანიების მიერ თაღლითური სქემების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართავს საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს: ინტერნეტის საშუალებით აზიის, აფრიკის ან აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის შესყიდვისას, სათანადო გადამოწმების გარეშე, საქონლის მომწოდებელ სუბიექტთან საქმიან გარიგებაში შესვლა და მისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა დაუშვებელია. აღნიშნულ სუბიექტებს, რეალურად კი ფიქტიურ კომპანიებს, აქვთ კარგად გაფორმებული ვებგვერდები ან იყენებენ ცნობილი კომპანიების სახელს. მყიდველს პროდუქციას სთავაზობენ საგრძნობლად დაბალ ფასად, სანაცვლოდ, ითხოვენ სრული თანხის ან მისი ნაწილის წინასწარ გადარიცხვას, მათ შორის, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, გთხოვთ, ინტერნეტშესყიდვების დროს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმოთ პოტენციური პარტნიორის როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, ანგარიშსწორება განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და აპრობირებული ნორმების შესაბამისად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0