შემოსავლების სამსახურს უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა

04/12/2017

4-7 დეკემბერს, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში სამუშაო ვიზიტით, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი ვასილი პოიზდი, ოდესის რეგიონული საბაჟოს უფროსი ოლექსანდრ ვლასოვი და მისი მოადგილე ოლექსანდრ ხოლკოვსკი იმყოფებიან.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, სტუმრები მოინახულებენ საქართველოში მოქმედ ერთობლივ უწყებათაშორის დანაყოფებს; თბილისში, თბილისის აეროპორტსა და ფოთის პორტში. ამასთან, სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.
5-7 დეკემბერს, უკრაინის დელეგაციის წევრები საბაჟო გამშვებ პუქტ ,,სარფს“, ფოთისა და ბათუმის პორტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებს დაათალიერებენ და საქონლის გაფორმების საბაჟო პროცედურებს ადგილზე გაეცნობიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0