ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში შემოქმედებითი ფესტივალი „მომავლისთვის“ ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. ღონისძიება, რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ გახსნა.
წინასწარი კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა ახალგაზრდებმა, სამ-დღიანი ფესტივალის ფარგლებში, საკუთარი სამხატვრო და ლიტერატურული ნამუშევრები წარმოადგინეს, ადგილზე დაწერეს ესეები, შექმნეს მხატვრული ტილოები, დაესწრნენ სპეციალურად მათთვის ჩატარებულ საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებს.
ფესტივალი „მომავლისთვის“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა.