შენობის ნაწილის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

30/04/2017

ნაძალადევის რაიონში, ზესატაფონის ქ. №19ა-ში კორპუსის სვეტი გაიბზარა. დილიდან მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს – ვისაც დასარჩენი არსად აქვს, ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათ დაბინავებას. გამგეობა აანაზღაურებს ბინისა და სასტუმროს ხარჯებს.
შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

“შენობის ნაწილის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. სპეციალისტების მიერ ავარიული ფრაგმენტის დათვალიერების შემდეგ, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, იმისათვის, რომ აქტიურად გაგრძელდეს გამაგრებითი სამუშაოები. შენობის ავარიულობის შესახებ აქამდე საუბარი არ ყოფილა. დღევანდელი შემთხვევის გამო, კორპსუსის მთლიანად შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც გაგრძელდება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები,” – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0