შესაძლებელია კრიტიკული აზრის ისე გამოთქმა, რომ პირად ღირსებას არ შეეხო

21/12/2017

ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე, – ამის შესახებ კახა კახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლებაში, რომ მოუსმინოს ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ მოქალაქეების კრიტიკას, მაგრამ ყველა ტიპის ურთიერთობას აქვს თამაშის წესები და წითელი ხაზი, რომელსაც თუ გადაკვეთ, პასუხისთვისაც მზად უნდა იყო.

„ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას. შეიძლება მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო, ძალიან მკაფიოდ და ცხარედ მიუთითო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამასობაში არ უნდა გადახვიდე პიროვნულ შეურაცხყოფაზე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ეს სტანდარტი ნებისმიერი კომუნიკაციის დროს და გარწმუნებთ, რომ ბევრად შედეგიანი იქნება თუნდაც კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა შედეგისთვის, ვიდრე შეურაცხყოფაზე გადასვლა“, – განაცხადა კახიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0