შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო იმ ვარიანტის განხილვა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორპარტიული მხარდაჭერით გადის ორი კანდიდატი, თუმცა ამაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ დავუჭირეთ მხარი ჩვენს კანდიდატს და საპარლამენტო უმცირესობამ დაუჭირა მხარი თავის კანდიდატს. ეს იყო სამწუხაროდ, საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ზაზა შათირიშვილის არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება. თქვენ ნახეთ, რომ სხვა კანდიდატებმაც მიიღეს ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუმცა ყველაზე მეტი ხმა ზაზა შათირიშვილმა დააგროვა. ეს იყო უმრავლესობის და მისი დეპუტატების გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Visited 146 times, 1 visit(s) today