შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

02/08/2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს:
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში პერიოდულად ვრცელდება მცდარი ინფორმაცია საგამოცდო პროცესისა თუ გამოცდების შედეგების შესახებ. მაგალითად, დღეს ერთ-ერთმა ვებგვერდმა (მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა) ინტერვიუ, რომელიც მასწავლებელთა 2013 წლის გამოცდებს ეხებოდა იმგვარად წარმოაჩინა, როგორც ახალი.
ვფიქრობთ, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნითაა გაკეთებული და სწორედ ამიტომ გთხოვთ, ასეთი სახის ინფორმაცია ჩვენს ვებგერდსა თუ Facebook-ის გვერდზე გადაამოწმოთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0