შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირდა ჩემს მიერ პარლამენტის სხდომაზე და ჩემი პოზიცია არის ძალაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მის მიერ პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია ძალაში რჩება. ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საბჭოს სხდომაზე მსჯელობა არ გამართულა.

„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პარლამენტის სხდომაზე შეწყალების, ასევ ვთქვათ, პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება გამოვთქვი იმ სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. ბუნებრივია, დღეს ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ვერ შედგებოდა. ეს იყო უშიშროების საბჭოს ფორმატი. შესაბამისად, ამ საკითხს ვერ შევეხებოდით. პოზიცია დაფიქსირდა ჩემს მიერ პარლამენტის სხდომაზე და ჩემი პოზიცია არის ძალაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 139 times, 1 visit(s) today