შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, მოგების გადასახადის რეფორმის ძირითადი პრინციპები განიხილეს, რომელიც ესტონურ მოდელს ეფუძნება. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის წარმომადგენლების წინადადებები და შენიშვნები.
შეხვედრაზე განიხილეს მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში, მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ფინანსური მენეჯერები, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 184 times, 1 visit(s) today