შეხვედრა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციასთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციასთან, რომელსაც კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის (CMPD) დირექტორი გაბორ იკლოდი ხელმძღვანელობდა.

შეხვედარზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განუხრელად აჩვენებს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და შესაბამისად საერთასორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

ევროკავშირის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს გადამწყვეტი როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.

Visited 162 times, 1 visit(s) today