შეხვედრა ირლანდიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი საქართველოს სოფლის მეურნეობის საინვესტიციო გარემოს გაცნობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების განხილვა იყო.
შეხვედრაზე გოჩა ცოფურაშვილმა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია გააცნო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და ამ მიმართულებით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. გოჩა ცოფურაშვილმა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყურადღება გაამახვილა დარგობრივი მიმართულებების განვითარებისა და განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლის გუნერნატორი პაატა ხიზანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე ესწრებოდნენ.

Visited 132 times, 1 visit(s) today