შეხვედრა მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან

01/03/2016

დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მეწარმეობის განვითრების სააგენტომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა დაინტერესებული პირები.
2015 წლის 15 მარტიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითრების სააგენტომ საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას – მეწარმეების დაფინანსების და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამის ფარგლებში 31 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ვებგვერდზე www.qartuli.ge მიმდინარეობს ბიზნეს იდეების კონკურსი. მისი მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდეები ,რომელთა ავტორები იდეის გასავითრებლად მოიპოვებენ დაფინანსებას 20%-იანი თანამონაწილეობით .
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლოსამეურნეო ისე არასასოფლოსამეურნეო წარმოება და მომსახურება.
ორგანიზაციის მისამართი: იმერეთი,ქ.ქუთაისი , კოსტავას ქ.N9
პროგრამის ცხელი ხაზი : 0431-25-55-74

Tweet about this on TwitterShare on Facebook0