შეხვედრა რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ, სამხარეო ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტის ფორმირებისა და გადანაწილების შესახებ ინფორმაცია, თვითმმართველი ერთეულების პირველი პირებისგან მოისმინა. შეხვედრაზე განიხილეს ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მიერ, 29 ნოემბერს დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიების განსაზღვრა და შემუშავება წარმოადგენს. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის დეკემბერის თვეში ჩასატარებელი საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო სხდომის დღის წესრიგი, სადაც განიხილება მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმა და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

Visited 140 times, 1 visit(s) today