სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერეს, სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ახალი შენობა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა და გასულ წელს გაიხსნა. რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მომსახურება ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამსახურში დასაქმებულია 17 ადგილობრივი სპეციალისტი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. მათი რეკომენდაციების საფუძველზე, რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღის კვების ბლოკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა პირობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიის რეგიონში გავრცელებული საშიში მავნებლის ამერიკული თეთრი პეპალის წინააღმდეგ ჩატარებული ფარტომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, მავნებლის გავრცელება მინიმუმამდეა შემცირებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გურიის რეგიონში არსებული 4 სასაკლაოს მონიტორინგიც. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული, უვნებელი ხორცის წილის გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იმყოფებოდნენ.
შეხვედრა სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურის თანამშრომლებთან
Visited 222 times, 1 visit(s) today