შეხვედრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ის წარმომადგენლებთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის 3 მუნიციპალიტეტში, დუშეთში, ქალაქ მცხეთაში და მცხეთის თემში, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, მხარის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ის დირექტორთან გიორგი ცხადაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.
საუბარი შეეხო წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებს, მიწოდებას, შეზღუდვებს, ტარიფებს, ასევე წყლის მაგისტრალურ ხაზზე უკანონო კაპიტალურ შეჭრებს.
სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ის, სამარეო ადმინისტრაციასა და თვითმმართველობების წარმომადგენლებით დაკომპლექტება.

Visited 158 times, 1 visit(s) today