შეხვედრები აქტიურად იმართება სამხედრო კომიტეტის დონეზე

17/01/2018

„ჩვენ ძალიან აქტიური დიალოგი გვაქვს ნატო-სთან, როგორც ასპირანტ ქვეყანას და როგორც ყველაზე ღრმა და აქტიური თანამშრომლობის მქონე ქვეყანას რეგიონში. დიალოგი მოიცავს, როგორც რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრები აქტიურად იმართება სამხედრო კომიტეტის დონეზეც” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოსა და უკრაინის საკითხებს გაიხილავენ. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძე იანვრის ბოლოს ნატო-ს წინაშე წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების ანგარიშით წარსდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0