შიდა ტურები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

20/06/2016

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 30 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს აბიტურიენტთა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას.
აკადემიის ბაზაზე აბიტურიენტები გაივლიან ფიზიკური მომზადების ტესტს სირბილში, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესში. ასევე მოხდება კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა, რაც მოიცავს დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და მიმღებ კომისიასთან გასაუბრებას. აბიტურიენტთა ფსიქოლოგიურ შერჩევაში მონაწილეობას იღებენ აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილებისა და გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
აბიტურიენტები სამედიცინო შემოწმებას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0