შიდა ქართლის რეგიონს ამერიკის ელჩი სტუმრობდა

17/08/2017

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს რექტორის, გიორგი სოსიაშვილის მოწვევით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი სტუმრობდა. უნივერსიტეტის ,,ამერიკულ ბიბლიოთეკაში“ გამართულ მიღებას შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძეც დაესწრო. იან კელიმ ყურადღება გაამახვილა შიდა ქართლის, როგორც კონფლიქტის ზონის სიახლოვეს არსებული რეგიონისთვის, უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. ელჩი ასევე გაეცნო უმაღლესი სასწავლებელში არსებულ საერთაშორისო პროგრამებს და სასწავლებლის ადმინისტრაციას სამომავლოდ მხარდაჭერასაც დაპირდა. კახა სამხარაძემ აშშ-ს ელჩს მადლობა აგდაუხადა რეგიონში სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს საქართველოს მიმართ.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ იან კელი ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ელჩი ასევე ეწვია სოფელ ერგნეთში არსებულ ოკუპაციის მუზეუმს, სადაც სპეციალურ ბანერზე სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას“ საკუთარი ხელმოწერა დატოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0