შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

02/12/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0