შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” (EU-ACT) ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ავსტრიის, ესტონეთის, ლიეტუის, ამერიკის (DEA), უკრაინის, დიდი ბრიტანეთის (NCA) და ყირგიზეთის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან ბრძოლის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება. პროექტის – “ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” (EU-ACT) მიზანია ნარკოტიკებთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონალური ქვეყნების შესაძლებლობებისა და კოორდინაციის გაძლიერება.

Visited 69 times, 1 visit(s) today