შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

18/01/2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ქალაქ გორში, N1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.გ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, გორში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0