შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის ინტერპოლის მიერ 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ა.ს. თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.
ა.ს.-ს ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას – დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.
ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

Visited 167 times, 1 visit(s) today