შოთა რეხვიაშვილი დმანისში სტიქიის შედეგებს გაეცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მოადგილესთან და დმანისის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს, დილიდან, ადგილზე პირადად გაეცნო. ძლიერმა ქარმა დმანისის ტერიტორიაზე ორი მრავალბინიანი კორპუსისა და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ზარალის ოდენობა დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია დაზიანებული სახურავების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი.

Visited 139 times, 1 visit(s) today