შოთა რეხვიაშვილი ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს შეხვდა

08/06/2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს შეხვდა და საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემა გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ თავშესაფრის სფეროში მიღებულ ახალ კანონმდებლობასა და განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე, დაიგეგმა სამ ქვეყანას შორის თავშესაფრის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომი ღონისძიებებიც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები საქართველოში ევროკავშირთან არსებული პლატფორმის „მობილურობა პარტნიორობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. თავშესაფრის თემებზე თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0