შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. შოთა რეხვიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პირადად იმყოფებოდა სოფელ ჭივჭავში, გოლთეთში, მაწევანში, ქოსალარში, ასურეთში და დაბა მანგლისში.
შეხვედრების მიმდინარეობისას, მოსახლეობამ ადგილზე არსებულ საჭიროებების შესახებ გაამახვილა ყურადღება და გუბერნატორისგან სოფლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ძირითადად, ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე შეხვედრებზე, შოთა რეხვიაშვილმა, ადგილობრივებს, რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

Visited 129 times, 1 visit(s) today