შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კასულმოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო

24/01/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კასულმოს ადმინისტრაციულ ერთეულში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
შოთა რეხვიაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებზე.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფელ ულაშლოში გზების მოხრეშვა განხორციელდება. სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 16 ათასი ლარი.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, მიმდინარე წელს სოფელში განხორციელდება, დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები სასმელი წყლის შიდა ქსელისა და რეზერვუარის მოწყობისთვის.
შეხვედრა გაიმართა სოფელ ბეითარაფჩის მოსახლეობასთანაც, სადაც პრიორიტეტულ საჭიროებად გარე განათების პროექტი და სასმელი წყლის რეზერვუარის რეაბილიტაცია დაასახელა. აღნიშნული მიმართულებით “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილზე 16 ათასი ლარი დაიხარჯება.
წელსვე, სოფელში დაგეგმილია სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტში დაახლოებით 30 000 ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0