შოთა რეხვიაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს შეხვდა

12/10/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელსა და საუკეთესო ხუთეულში შესულ პედაგოგებს, შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ჭაუჭიძესა და თამარ ადამიას მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და განათლების სფეროში არსებულ სიახლეებსა და კონკრეტულ საჭიროებებზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის #2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. საუკეთესო ხუთეულში შევიდა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ადამია, ათეულში კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის, ქართული, როგორც მეორე ენის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლაურა გოტიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0