შოთა რეხვიაშვილი მრავალშვილიან ოჯახებს სტუმრობდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, რუსთავში მცხოვრებ, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

“გულითადად ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, სრულიად საქართველოს და ქვემო ქართლის მოსახლეობას. დღეს, რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვსტუმრობდი და მქონდა შესაძლებლობა დამდეგი დღესასწაულები პირადად მიმელოცა მათთვის. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო სიკეთე, ხვავი, ბარაქა და დღეგრძელობა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველა, რომ 2019 წელი იყოს გაცილებით შედეგიანი და წარმატებული“-აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავში 10 ოჯახში იმყოფებოდა.

Visited 112 times, 1 visit(s) today