შოთა რეხვიაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ICSU-ს წარმომადგენლებს გიგა გლუნჩაძესა და ანზორ მეგრელიშვილს შეხვდა. მხარის გუბერნატორმა ორგანიზაციის წევრებისგან „განავითარე შენი რეგიონი“ – პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ქვემო ქართლის მასშტაბით ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს, რომელიც რეგიონში სეზონური ბანაკების მოწყობასა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ “განავითარე შენი რეგიონი“ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ პროეტებში და სოციალური უნარების განვითარების გზით ჩამოყალიბდნენ ლიდერებად.

Visited 152 times, 1 visit(s) today