შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2017 წლის საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

11/12/2017

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2017 წლის საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა: „მისასალმებელია საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომლის პირობებშიც სამეცნიერო ფონდი წარმართავს მუშაობას. ასევე მივესალმებით ღია კონკურსისა და კონკურენციის პრინციპების, შეფასების საერთაშორისო სისტემის დანერგვას და ამ გზებით საუკეთესო ხარისხის კვლევების გამოვლენას. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება ერთი დიდი ოჯახია. ჩვენ ამ ოჯახის ღირსეული, სრულფასოვანი წევრობის ყველა რესურსი გვაქვს. მოხარული ვარ, რომ რუსთაველის ფონდი ძალისხმევას არ იშურებს ამ მიზნის მისაღწევად. სამინისტრო ამ მიმართულებით ფონდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0