შოთა რუსთაველი 850 – გრანდიოზული კონცერტი იერუსალიმის თეატრში გაიმართა

11/12/2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, სხვადასხვა ღონისძიებით, აღინიშნება. 10 დეკემბერს, კულტურის სამინისტროს დელეგაციისა და ისრაელში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, იერუსალიმის თეატრში, თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა და საქართველოს სახელმწიფო კაპელამ, პოეტის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. კონცერტს ისრაელელი მაესტრო ამოს ტალმონი დირიჟორობდა; შესრულდა მოცარტის რექვიემი. კონცერტმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ისრაელში, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში, არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0