შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, იწმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი, აღნიშნული პროცესი, ამ ეტაპზეც, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს ადგილზე ეცნობა თბილისის მერი დავით ნარმანია. ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ შპს “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზზე: 2 61 90 50.

შპს “თბილსერვის ჯგუფი” მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

Visited 189 times, 1 visit(s) today