შრომა-ეკალდიდის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

04/10/2017

ფონდმა “ქართუმ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საჩუქარი გადასცა. შრომის თემში, საქველმოქმედო ასოციაცია “ატუმ” ეკალდიდი-შრომის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ და სოფელ შრომის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭაკნელიძემ დაათვალიერეს. ხიდის სიგრძე 16 მეტრია. სამუშაოების ჯამური ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს. „ფონდმა ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი მაღალბიუჯეტური ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. „მუსიკოსების პარკის,“ შეკვეთილის 5 მილიონი ლარის ღირებულების ლაზერული შარდევნის, წვერმაღალის ულტრატანამედროვე საბავშვო ბაღისა და ურეკის მონაკვეთზე 1 კმ. სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ „ქართუს“ დაფინანსებით ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდ „ქართუს“ და საქველმოქმედო ასოციაცია “ატუს,” – განაცხადა არჩილ ყაზაიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0