შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ო.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 339 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი „მდმა“-ს შემცველი 9 აბი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

Visited 178 times, 1 visit(s) today