შსს-მ ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი დ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, გიორგი დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, გადაჭრილი უნომრო თოფი, ხოლო მისი პირადი ჩხრეკისას 8,63 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი სროლისთვის ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმებისას გიორგი დ-ს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

Visited 170 times, 1 visit(s) today