შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

Visited 150 times, 1 visit(s) today