შსს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის დეკემბერი 465 962 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 155 048 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6,2%);

ბ) ტრანზიტი – 89 141 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%);

გ) სხვა – 221 773 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 47,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9,6%).

რაც შეეხება იანვარ-დეკემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 897 685 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით მეტია.

2015 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+3,8%), თურქეთიდან (+1,8%), აზერბაიჯანიდან (+4,6%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+10,3%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერშიც გამოირჩნენ იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით.

აღსანიშნავია საქართველოში შემოსული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

Visited 165 times, 1 visit(s) today