შსს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ეხმარება

29/07/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზემო სობისში, ბერშუეთში, კნოლევში, ატოცში, ორჭოსანში, დვანში და სხვა მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს მოსავლის უსაფრთხოდ აღებაში ეხმარებიან.
ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების დამუშავება და მოსავლის აღება პოლიციის დაცვის ქვეშ მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0