შსს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის აგვისტოს თვე 1 080 449 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 573 368 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 53,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 27,2%);
ბ) ტრანზიტი – 274 878 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28,5%);
გ) სხვა – 232 203 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,4%).
2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა, იტალია და საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 27%-იანი ზრდა.

Visited 138 times, 1 visit(s) today