შსს-ს თანამშრომლები კურორტებზე უსაფრთხოების პროექტში ჩაერთნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ. შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა. ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს. სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.

Visited 150 times, 1 visit(s) today