შსს-ს ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

07/04/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროექტის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ – ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისრის მოადგილე რიმანტას ბობინასი და კრიმინალური პოლიციის ბიუროს დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბესიკ ამირანაშვილს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ლიტველმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობები განიხილეს და მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვივნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0