შსს–ს მაშველებმა გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს

13/04/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, მყინვარწვერზე ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ახალგარდა ტურისტი ქალბატონი გადაარჩინეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 3000 მეტრზე, გერმანელმა ტურისტმა ფეხი დაიზიანა და გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა, რადგან არსებობდა მისი გაყინვის საშიშროება. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახების ადგილაზე ოპერატიულად მივიდნენ, დაშავებული ტურისტი იპოვეს, მყინვარწვერიდან საკაცით ჩამოიყვანეს და ყაზბეგში გადაიყვანეს. იგი სტაციონარში იქნა მოთავსებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0