შსს-ს პროექტი საჯარო სკოლებისთვის გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის -„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები თბილისის, ბათუმის და მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის N16 და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კი თბილისის N1 კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა და მათ ტრეფიკინგზე, კიბერდანაშაულზე და მათი პრევენციის შესახებ ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ უკვე 2 წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

Visited 176 times, 1 visit(s) today