შსს-ს ძიუდოისტებმა „გრან სლემის“ ჩემპიონატში წარმატება მოიპოვეს

14/02/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლის“ წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, მიმდინარე წლის 11-12 თებერვალს პარიზში, „გრან სლემის“ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და ოთხი მედალი მოიპოვეს. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა 61 ქვეყნის 409 სპორტსმენთან ერთად იასპარეზეს. ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს. ამირან პაპინაშვილის სპორტულ კარიერაში ეს პარიზის „გრან სლემზე“ მოპოვებული მეექვსე მედალია, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა ამ ტურნირზე მედალი ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მხარს უჭერს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპროტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან. წელს შსს-ს ძიუდოს კლუბის წევრები მსოფლიოს პირველ საკლუბო ჩემპიონატზე გამოვლენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0